თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო დაწესებულებებს შეახსენებს მათ ვალდებულებას, ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინონ, აგრეთვე საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნონ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიმდინარე წლის ანგარიში.