თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა გიორგი ჭანტურიას ბლოგპოსტი: „რა ქონება აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს?". „დაახლოებით სამ კვირაში საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია ბევრი საარჩევნო კანდიდატი. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს თუ რა ქონებას ფლობენ ის ადამიანები, ვინც შესაძლოა მათი რჩეულნი გახდნენ.... „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" წარმოგიდგენთ თბილისის მერობის, ...ყველაზე პოპულარული კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ქონების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ...საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზსა და ზოგიერთი მათგანის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეფუძნება. მომავალში ვეცდებით, მსგავსი ინფორმაცია სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატებზეც მოგაწოდოთ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ბლოგპოსტში შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას:
დავით ნარმანია, „ქართული ოცნება"
ნიკანორ (ნიკა) მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველო"
დიმიტრი ლორთქიფანიძე, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია"
გიორგი გაჩეჩილაძე, მ.პ.გ. „მწვანეთა პარტია"
სრულად...
წყარო: transparency.ge