„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი", ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნულ იმპერატივთან" თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ახორციელებს საქართველოს რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის ხელშეწყობისა და განვითარების პროგრამას, რომელის ფარგლებში არა ერთი ინიციატივა განახორციელა.
ფონდი, ასევე ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმში", რომლის ფარგლებში რეგიონებში რიგით მეორე მუდმივმოქმედ ბიბლიოთეკას გახსნის.