გურია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს. ამასთანავე, უზრუნველყოფს იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომელიც მიმართულია რეგიონის მდგრად, ინკლუზიურ განვითარებაზე. პროექტი აერთიანებს გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ოზურგეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
პროექტის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გურიის გუბერნიაში ჩატარდა. შეხვედრის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა პროექტის წამყვანი მხარეების გაერთიანება, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრას გურიის გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დასაწყისში, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხრიდან წარმოდგენილმა პროექტის კოორდინატორმა - ირინე ცინცაძემ გააცნო დამსწრე საზოგადოებას", ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: civilin.org