18 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალის – www.csogeorgia.org – პრეზენტაცია. იგი შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის გაუმჯობესების, რესურსების გაზიარების მიზნით. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადოებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ვირტუალური სივრცე საშუალებას მისცემს, დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მიიღოს ინფორმაცია მესამე სექტორის შესახებ.
ვებპორტალი – www.csogeorgia.org შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" პარტნიორობით, ასევე ფონდ EED–ისა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.