თბილისი. 23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობა, აქტივისტები აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტები საქართველოში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ შეხვედრას გამართავენ.
CsoGeorgia.org საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველ ხუთშაბათს კვირის საგრანტო კონკურსების, სტიპენდიების, ვაკანსიებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.
შიდა ქართლი. გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გახსნა საქართველოში პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც შორეული სოფლებისა და რთულად მისადგომი რეგიონების მოსახლეობას მოემსახურება.
თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს პუბლიკაციას „თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგების გასაიდუმლოება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის და კონვენციის მოთხოვნებს“.
თბილისი. კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, ეკო-ლიდერები, აგრარული სკოლის მოსწავლეები და მწვანე სტიპენდიანტები ახალგაზრდულ ფორუმზე შეიკრიბნენ და გარემოსა და კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
სამეგრელო. ლესიჭინეს თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფი "დეკა" 2023 წლის პროექტის "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში ლესიჭინეს თემის ახალგაზრდებისთვის იწყებს ჭრა-კერვის კურსის ორგანიზებას.
თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და რადიო თავისუფლება, ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით, ახალი პოდკასტის EUფორია მეოთხე ეპიზოდს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის „ასოცირებული ტრიოს“ ჩამოყალიბების ისტორიას და საქართველოს პოზიციას ეხება.
ქვემო ქართლი.სათემო ორგანიზაცია "გუმბათი" მხარს უჭერს წალკის გოგონათა საფეხბურთო გუნდს "ეძანს" და ეხმარება გოგონებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
კახეთი. უფლებები საქართველომ, ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრში, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანი ისაკაძის სტატიას აქვეყნებს – „ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების გარანტიები და მისი დაცვის საუკეთესო მიდგომები“.