en
ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისი. 4 დეკემბერს, საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობაში გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა საბურთალოს რაიონის გამგეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას.
საზოგადოებრივი საბჭო იქნება საბურთალოს გამგეობასთან არსებული სათათბირო ორგანო. იგი იმოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე და ხელს შეუწყობს  თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების შემუშავებასა და წარდგენას.  
საბჭო დაკომპლექტდება საბურთალოს რაიონში მცხოვრები 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებით, ბიზნეს, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭოში მოქალაქეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის  1 თებერვლიდან და საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება  2015 წლის 15 მაისს
სულ შეიქმნება საზოგადოებრივი სამი საბჭო, საბურთალოს რაიონის შემდეგ 3 ტერიტორიულ ერთეულში - უბანში: 
ა) დიღომი, ვაშლიჯვარი; 
ბ) ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა;
გ) კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი.
პროექტი განხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და საბურთალოს რაიონის გამგეობის ურთიერთთანამშრომლობით და ფონდ "ღია საზოგადოება -  საქართველოს" მხარდაჭერით.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)