თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. ...მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება, როდესაც მან კანონით დადგენილი წესით არ შეისწავლა მეჩეთის ისტორიული და კულტურული სტატუსი და საკულტო ნაგებობას კულტურის ცენტრის მიზნობრიობა დაუდგინა, დაუსაბუთებელია და მუსლიმი თემის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების საპოლიციო ძალებით აღსრულება, თავის მხრივ, სახელმწიფოს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებაა". განცხადებას ხელს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
წყარო: tdigeorgia.wordpress.com