en
ge

ახმეტაში მეცხვარეობის დარგის პრობლემატიკაზე იმსჯელეს

კახეთი. ახმეტაში, ასოციაციების მართვის ცენტრის (AMC) ინიციატივით, 31 ოქტომბერს, საინფორმაციო-საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს მეცხვარეობის დარგში არსებულ პრობლემებზე დისკუსია - მსჯელობა და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით შესაძლო გამოსავლის გზების ძიება წარმოადგენდა.
ასოციაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის -„საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით” ფარგლებში, ჩატარდა კვლევა. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს თუში მეცხვარეების ადგილობრივი ცხოვრების პირობები, რომლებიც ზამთრის საძოვრებად იყენებენ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეგულაციებზე, ასევე დარგის განვითარებით დაინტერესებული მხარეების როლსა და ჩართულობის გაზრდაზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)