en
ge

კამპანიაში – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!“ – ჩართული არასამთავრობოების განცხადება

თბილისი. კამპანიაში – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!" – ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან და მადლობას უხდიან საქართველოს პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის. „პრეზიდენტმა ცვლილებაზე ვეტოს დადებისას განაცხადა, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არის კონსენსუსი და ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიცია. ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე." პრეზიდენტის მოსაზრებით, უარი უნდა ითქვას წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტოტალური და უკონტროლო მიყურადების პრაქტიკაზე”, ნათქვამია კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებაში.
კამპანიაში მონაწილე არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს „...უმოკლეს ვადებში ორგანიზება გაუკეთოს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. ამასთან, აუცილებელია, ქვეყნის მმართველ შტოებს შორის უახლოეს პერიოდში დიალოგის დაწყება, რათა ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება სამართალდამცავი უწყებების მიერ მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღმოჩნდებით იგივე მოცემულობის წინაშე, როდესაც დადგენილი ვადის ამოწურვამდე კვლავ ვერ მოესწრება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება".
სრულად...
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)