en
ge

დისკუსია ადმინისტრაციის ახალი შენობის შესახებ ოზურგეთში

გურია. 3 ნოემბერს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სამხარეო ადმინისტრაციის ახალი შენობის შესახებ. ახალი შენობის მშენებლობა კულტურისა და დასვენების პარკში იგეგმება. შენობის საჭიროებისა და პარკში მისი მშენებლობის მიზანშეწონილობის შესახებ ქალაქის საკრებულოს წევრებმა, არქიტექტორებმა, მშენებლებმა და მოქალაქეებმა იმსჯელეს. ახალი შენობის საჭიროება ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებამ და მერიისა და საკრებულოს შექმნამ გამოიწვია. მოქალაქეთა აზრით, ქალაქის მერიის ძველი შენობა უნდა გარემონტდეს და იქ ქალაქის თვითმმართველობა განთავსდეს, სამხარეო ადმინისტრაცია კი არსებულ შენობაში დარჩეს. ქალაქის მერის დაპირებით, შენობა პარკში არ აშენდება.
 წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023