თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს მოკლე მიმოხილვას ფარული მოსმენების შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ. მიმოხილვის ავტორები წერენ, რომ ისინი სხვადასხვა წყაროების მონაცემებს აკვირდებიან და ადარებენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ზოგიერთ სტატისტიკას.
„ჩვენ მიერ მიღებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შედარების საფუძველზე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარულ მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.
მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 % შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge