en
ge

ნიქოზის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები უტარდება

შიდა ქართლი. ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის მოსახლეობას ვირუსული და ჰორმონალური გამოკვლევები უფასოდ უტარდება. ამის საშუალება ნიქოზის ამბულატორიის ახლადაღჭურვილი იმუნოფერმენტულ ლაბორატორიაშია შესაძლებელი, რომელიც ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" პროექტის ,,ნიქოზის თემში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება" ფარგლებში გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა და გაფართოვდა.
პროექტის ფარგლებში ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითის და ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნიქოზის ამბულატორიაში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს დღეიდან ჩაუტარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (TSH, FT4) უფასო გამოკვლევები. გარდა ამისა, მათთვის დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ენდემური ჩიყვის და მისგან გამოწვეული პრობლემების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოწესრიგების და დროული მკურნალობის აუცილებლობის შესახებ.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი მეგი ბიბილური ამბობს, ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი" კვლავ გააგრძელებს ნიქოზის ამბულატორიასთან თანამშრომლობას ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერის და დახმარების მიზნით.
წყარო: მეგობრობის ხიდი ქართლოსი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023