en
ge

გამოფენა: „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919–1921“

თბილისი. 19 მარტს, საქართველოს საკრებულოს შენობის მთავარ დარბაზში, გაიხსნა გამოფენა: „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921”, რომელიც ქალთა ისტორიის თვეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა.
გამოფენა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" და საქართველოს ეროვნული არქივის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია და პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში იმართება, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში.
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)