en
ge

დედამიწის დღე გურიაში

გურია. 22 აპრილს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ სამიზნე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით დედამიწის დღე გურიის რეგიონის 9 სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
სკოლებში მოეწყო გამწვანებისა და დასუფთავების მაშტაბური აქციები, საინფორმაციო შეხვედრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუარონ დედამიწას და დაზოგონ მისი რესურსები. აღნიშნულ თემაზე შეიქმნა ათობით ნახატი და პლაკატი, დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც მოსახლეობაში გავრცელდა. მომზადდა პრეზენტაციები ეკოლოგიაზე, ენერგო და ბიო რესურსებზე, მათ რაციონალურად გამოყენებაზე.
სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობას" ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)