en
ge

ტყე - ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი რესურსი საქართველოსთვის

კახეთი. კახეთის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ  შეხვედრაზე გარემოს დაცვის საკითხები განიხილეს.
ექსპერტ კახა სუხიტაშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსიატყე. სუხიტაშვილისვე თქმით, ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განვითარების საკითხებში არსებობს საკითხები,  რომელსაც სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს:
,,ჩემი აზრით, ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განვითარების საკითხებში სუსტ მხარეებს წარმოადგენს პროფესიული კადრების სიმცირე, შტატების შემცირების ტენდენცია სატყეო სექტორის თანამაშრომლებისათვის მოძველებული და არასაკმარისი საოფისე ტექნიკა და ინვენტარი, ტყეების ინვენტარიზაციის არარსებობა და მოძველებული, თითქმის უსარგებლო სატყეო მასალები, ასევე  სატყეო ელექტრონული ბაზების, ინფორმაციის არარსებობა კახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნების (მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების) შესახებ და სხვა.
ძლიერი მხარეებია კახეთის რეგიონის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, ტყეების მრავალფეროვნება, რეგიონის ტყეების ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობა, ტყის მეორეული რესურსების (ტყის კენკრა, სოკო) მნიშვნელოვანი მარაგის არსებობა და რეგიონის  ხელუხლებელი და ნაკლებად სახეცვლილი ტყეების ნაწილის დაცულ ტერიტორიებში მოქცევა".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)