კახეთი. 22 ნოემბერს, დედოფლისწყაროში, CENN-მა ჩაატარა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკვები სავარგულების გაუმჯობესებისათვის შემუშავებული ღონისძიებების წარდგენა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა, თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და მცირე ფერმერებმა.
განხილულ იქნა USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM), ფარგლებში მომზადებული დედფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საძოვრების მოვლის რეკომენდაციები და შესაბამისი ანგარიში.
მონაწილეებს გადაეცათ ადგილობრივ ფერმერთათვის შემუშავებული საძოვრების გამოყენების მოკლე გზამკვლევი.
წყარო: CENN