კახეთი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით, თელავს ბრიტანული დელეგაცია ეწვია.
უელსის პარლამენტის სპიკერი როზმარი ბათლერი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე კახეთის რეგიონის ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უელსის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, პოლიტიკაში ქალთა როლზე, ევროკავშირის შესახებ მითებსა და რეალობაზე.