კახეთი. თელავში, ასოციაციის „ქალი და ბიზნესის" ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა - გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრობინზნესში.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება გენდერული თანასწორობისა და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ქალთა წვლილის გაზრდას სოფლის მეურნეობაში, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
ასოციაცია „ქალი და ბიზნესი" და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ოქსფამ-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად". პროექტის მიზანია ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისათვის - ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის „ENPARD”- ის ფარგლებში (პროგრამის ვებგვერდი: www.enpard.ge). პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი (EU).