en
ge

სახალხო დამცველის წინადადება

თბილისი. სახალხო დამცველმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეებს წინადადებით მიმართა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური უფლებების რეალიზაცია.
„შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში გამოიყოს ფინანსური სახსრები ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისათვის, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტს სოფელ ზარდიაანთკარში, მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებულ შესაბამის სოფლებში მობილური ან ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, მოხდეს ომით დაზარალებული ბავშვების ტრავმირების ხარისხის შეფასება და სპეციალური სასკოლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვთა სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისაკენ" ... , ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციებში.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)