en
ge

სახალხო დამცველის განცხადება პანდუსების დამონტაჟების შესახებ

თბილისი. სახალხო დამცველი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შექმნის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო რეგულაციებთან. მედის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაძალადევის გამგეობის ტერიტორიაზე, 4 საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ანალოგიური სამუშაოები გრძელდება სხვა კორპუსებშიც.
„გავრცელებული ფოტო და ვიდეო–მასალიდან ნათლად ჩანს, რომ დამონტაჟებული კონსტრუქცია არ შეესაბამება უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტს და ვერ უზრუნველყოფს პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ნებისმიერი საქმიანობის ფარგლებში, მკაცრად დაიცვან საკანონმდებლო აქტებით დაწესებული მოთხოვნები", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)