en
ge

გამჭვირვალობა ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებას ეხმიანება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ტელეკომპანია „იმედის" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ეხმიანება.
29 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაცემები „რეაქცია" და „იმედის კვირა" ახალი სეზონიდან „იმედზე" აღარ გავა. ტელეარხის ოფიციალური განცხადების მიხედვით, არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ფორმატის ცვლილება იგეგმება, ახალ პროდუქტს კი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ.
„... ტელეკომპანია „იმედი", როგორც კერძო კომპანია, სრულიად თავისუფალია არხის საქმიანობის, მისი საკადრო თუ საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვისას. თუმცა, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებელი, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ არხის ხელმძღვანელობამ დროულად უნდა განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები და მოტივები", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)