თბილისი. 21 სექტემბერს დაიწყო დისტანციური სწავლების კურსი „საარჩევნო სამართალი". სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge - ფარგლებში მეხუთე კურსი შექმნა. საარჩევნო სამართლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
სასწავლო პროგრამაზე სწავლების ორი მეთოდია: თავისუფალი მსმენელი და რეგისტრირებული მონაწილე. ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამის რეგისტრირებული მონაწილეები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა თავისუფალ მსმენელს საშუალება ეძლევა მოისმინოს და იხილონ 13 ვიდეო–ლექცია არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
„საარჩევნო სამართალი" მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავისუფალი არჩევნების იდეა წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორიებში, საქართველოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, კენჭისყრის დღე, საარჩევნო დავები და ა.შ.
ახალი სასწავლო კურსი – საარჩევნო სამართალი – 10 სასწავლო და 3 პრაქტიკულ ვიდეო–ლექციას მოიცავს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების, ასევე სტუდენტებისა და საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებას.