en
ge

ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო

თბილისი. 10 ოქტომბერს, საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოა", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.
„ჰოსპისის" პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია - შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად გაერთიანდა სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორები", აღნიშნა პირველმა ლედიმ. „ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023