en
ge

აჭარის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. 6–დან 13 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა სამი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები. 6 დეკემბერს მოეწყო აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი საბიუჯეტო პროგრამების პრეზენტაცია, 7 დეკემბერს, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარადგინა დაგეგმილი აქტივობები, ხოლო 13 დეკემბერს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
სამინისტროების წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს საზოგადოებას დაგეგმილი საბიუჯეტო პროგრამების შესახებ და შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციებიც მოისმინეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)