თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს 2015 წელს მიღებული საჯარო ინფორმაციის სტატისტიკას.
„ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებიდან, დაწესებულებების კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს სახელმწიფო შპს-ებმა და ააიპ-ებმა. აღნიშნულ უწყებებს, პროექტის განხორციელების პერიოდში, სულ გაეგზავნათ 28 მოთხოვნა, საიდანაც 24 შეკითხვა უპასუხოდ იქნა დატოვებული, ხოლო 2 შემთხვევაში ინსტიტუტს ეცნობა უარი ინფორმაციის მოწოდებაზე. ყველაზე პრობლემური მოთხოვნები 2015 წელს: თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები და მოხსენებითი ბარათები (უარი 10.7%), დანიშნული და განთავისუფლებული თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (უარი 9.6%), ელექტრონული მიმოწერა გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით
(უარი 7.1%)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge