en
ge

ღია მმართველობა საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ახალ კვლევას „ღია მმართველობა საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები", სადაც გაანალიზებულია ღია მმართველობის პროცესი ქვეყანაში. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მოსახლეობას მისი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს? რომელი მონაცემების მოპოვება შეიძლება მთავრობის ვებ გვერდებზე? სად გავიგოთ ინფორმაცია მინისტრების და სხვა მოხელეების ქონების შესახებ? სად მოვიპოვოთ ინფორმაცია კომპანიების მფლობელთა შესახებ? –  კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ  მოსახლეობას არა თუ ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ მოეპოვება ინფორმაცია, არამედ ზემოთ დასმულ კითხვებზეც არა აქვს პასუხი.  გარდა არსებული პრობელმებისა, კვლვეაში შემოთავაზებულია  ქვეყანაში ღია მმართველობის სტანდარტების  უკეთ დანერგვის მიზნით გაასტარებელი საქმიანობების ნუსხა. 
ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წლის სექტემბერში დაფუძნებული გლობალური ინიციატივაა, რომლითაც მთავრობები ვალდებულებას იღებენ მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთი საქმიანობის შესახებ, გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სახელმწიფო სამსახურში დანერგონ მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყონ ინოვაციას. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა და 2012 წლის აპრილში ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა.
სრულად
წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)