თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეც. უბნების თემაზე თავდაცვის მინისტრის მიერ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„სამწუხაროა, რომ საპირწონე არგუმენტების არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შეურაცხყოფასა და მათი საქმიანი ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ამას არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენლები აკეთებენ.
მიგვაჩნია, რომ პროფესიონალიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უპირველესად კეთილსინდისიერებას მოითხოვს და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე ღიად საუბარს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გავმართოთ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან თუ უწყებასთან საგნობრივი დისკუსია, მაგრამ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის გაჩუმების მცდელობა, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge