en
ge

სამართლიანი არჩევნები უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებზე

თბილისი. 1 მარტს  აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უსკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
„....შემოთავაზებული კანონპროექტით წესდება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე არჩევის ძალზე დაბალი კვორუმი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს უსკოს წევრებისა და თავმჯდომარეების ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს. შემოთავაზებული ცვლილებები უკავშირდება უსკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, რომელიც ჩიხში შევიდა როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის პროცედურული მოთხოვნების უგულვებელყოფის გამო. ...
„სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი ვინაიდან შემოთავაზებული ცვლილებები იქნება უკან  გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვნად დააზარალებს უსკოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის  რეპუტაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)