თბილისი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2011 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღიურად 5 ულუფაზე ნაკლებ ხილს და ბოსტნეულს იღებს, რის გამოც, მოსახლეობის 70% კვებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის წინაშე დგას.
„მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა 3 მარტივი გზა, რაც დაგეხმარებათ სწორად კვებაში. იკვებე ჯანსაღად და იყავი ჯანმრთელი", ნათქვამია ფერად ინფოზე.
წყარო: feradi.info