თბილისი. 2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნაა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.
„2013 წელს ჩატარდა კვლევა ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებაზე საქართველოში. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება. 2013 წელს ფონდმა დააფუძნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია „ბავშვთა ჰოსპისი", რომლის გუნდი ბავშვებს უსასყიდლოდ, ბინაზე ემსახურება. კონკურსის ფარგლებში, ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი" და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" იწვევს ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს შემოგვთავაზონ ჰოსპისის ლოგოს „ციცინათელების სამყარო" იდეები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge