თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების მიერ კონტრაქციებისგან თავის შეკავების საკითხს ეხმაურებიან.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მკაცრი პოლიტიკური შეფასება მისცენ და საჯაროდ დაგმონ მათი მხარდამჭერების პროვოკაციული ქმედებები.
ამასთანავე, მივესალმებით ინიციატივას, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რითაც აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თავიანთ რიგებში არ დაუშვან, არ წაახალისონ და გაემიჯნონ ისეთ ქმედებებს, რაც დაპირსპირების და ძალადობის საფრთხეებს აჩენს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge