თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკვირდებოდა.
„ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 52.9% შეადგინა, ცდომილების ზღვარი არის +/- 0.9%, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა 60.9% იყო.
საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან (96.6%", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge