en
ge

ახალგაზრდები და ნარკოდამოკიდებულება

აჭარა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საინიციატივო ჯგუფმა - „BATUMI REPRESENTS" – გამართა კონფერენცია თემაზე - ახალგაზრდები და ნარკოდამოკიდებულება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება-გავრცელების პრობლემაზეც. როგორც, კონფერენციის ორგანიზატორები განაცხადეს მსურველებს, ფსიქოტროფიულ პრეპარატებზე, აფთიაქებში შეზღუდვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მიუწვდებათ ხელი. ერთ-ერთმა მომხსენებელმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან გორგილაძემ, დასმული პრობლემის გადასაწყვეტად ახალგაზრდებთან ერთად, სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები,მოსწავლეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებმაც შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე პოეტების ლექსები წაუკითხეს და საკუთარი შემოქმედების, კერძოდ თექის ნამუშევრების გამოფინეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)