თბილისი. „ქალთა ფონდმა საქართველოში" გერმანულ ქალთა ფონდ „ფილიას" უმასპინძლა.
„ფონდებმა, გერმანულ და ქართულ მხარეთა ერთობლივი ინიციატივაში, „გოგონები ერთად ცვლიან საზოგადოებას" ჩართულ გოგონებთან ერთად გორი და ქუთაისი მოინახულეს. ქ. გორში ჯგუფს ახალგაზრდა ფემინისტებმა უმასპინძლეს, რომლებიც ფილიას ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ. სტუმრებმა ქ. ქუთაისში არსებული ფონდი სოხუმიც მოინახულეს. აქ ქართველ და გერმანელ გოგონებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გასცნობოდნენ ერთმანეთს და ფორუმ თეატრისთვის მომზადებულიყვნენ. ფორუმ თეატრის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მისი წევრები ირჩევენ თემებს, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ, შემდეგ კი დგამენ მცირე სცენებს და მაყურებელს უტოვებენ საშუალებას, იმსჯელოს ნანახი სიტუაციიდან გამოსავალზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში