en
ge

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგი სადახლოში

ქვემო ქართლი. 19 და 20 დეკემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც მიმართული იყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ღონისძიება გაიმართა პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. გოგა ჩანადირის ფოტო სერია მომზადებულია საინიციატივო ჯგუფის მიერ - „ქალები საქართველოსთვის", 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში", ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023