თბილისი. ბავშვთა უფლებები 2017-2020 წლებში, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების დღის წესრიგში პრიორიტეტად განისაზღვრა.
„19-20 დეკემბერს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის საქმიანობის სამომავლო მიმართულებად განისაზღვრა ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020) განხორციელებაზე ზედამხედველობა.
„როგორც ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ – „განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვთა უფლებების დაცვას”. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიესალმება ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com