თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „მშენებლობის გამო თბილისში მოჭრილი ხეების სტატისტიკა".
„2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.
ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის არაკეთილსინდისიერად მინიჭების ფაქტი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge