en
ge

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე

თბილისი. 10 თებერვალს, ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2014-2016 წლებში ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და ამასთან, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მილიციაში სერიოზულად არ აღიქვამენ და თავს არიდებენ ასეთ შემთხვევებში ჩარევას. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მცირე ნაწილი ახერხებს აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და აქ არსებული სერვისებით სარგებლობას. სიტუაციას გააუმჯობესებდა ზუგდიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის არსებობა, რომელიც გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა აფხაზეთიდან გადმოსული ძალადობის მსხვერპლთათვის", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)