en
ge

CRECO-ს მეოთხე რაუნდის ანგარიში

თბილისი. ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა" (GRECO) საქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში შეეხებოდა კორუფციის პრევენციას საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო ხელისუფლებაში და პროკურატურაში.
„GRECO-ს ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიაღწია. ანგარიშში საუბარია საერთაშორისო ინდექსებში და კვლევებში საქართველოს გაუმჯობესებულ პოზიციაზე.
GRECO-ს ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა „ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) და ის წარმატება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული. ანგარიშში ნახსენებია გამჭვირვალობის გაზრდისკენ მიმართული ის ძალისხმევა, რომელიც ასახულია OGP-ის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში და ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023