აჭარა. 1-2 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
„ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ.
... ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919–1921". გამოფენის მიზანია ქალთა აქტივიზმის გაზრდა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წარმოჩენა, როგორც საქართველოს პოლიტიკური ტრადიცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სცოიალურ ქსელში