1-3 მარტს, ბუდაპეშტში ომბუდსმენმა და მისი აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქარულ-აფხაზურ შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა.
„შეხვედრას პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტები ესწრებოდნენ. განსახილველი თემები მოიცავდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, არასრულწლოვნების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების მნიშვნელობას", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge