თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს იეჰოვას მოწმეებისადმი 2016 წელს ჩადენილი დანაშაულების ანალიზს.
„ბოლო წლის მონაცემების მიხედვით, აგრესია როგორც წესი საჯარო სივრცეში ვლინდება და იეჰოვას მოწმეებს უმეტესად ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან. რაოდენობრივად იკლო თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევებმა (2 შემთხვევა), თუმცა მსგავსი პრობლემა მაინც არსებობს და ფიქსირდება საცხოვრებელ სახლებში შეჭრის, ქვების სროლის, ფანჯრების ჩამსხვრევის, პირადი ნივთების, მათ შორის ავტომობილის დაზიანებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge