თბილისი. 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" სამ გამარჯვებულს ჯილდო გადასცა.
„კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას - უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში