თბილისი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 4-11 მარტის პერიოდში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა (WISG) განახორციელა მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები.
„არაღიარებული ძალადობა"- პუბლიკაციის პრეზენტაცია, „როზადან სიმონამდე"- ფილმების ფესტივალი, პერფორმანსი, როგორც აქტივიზმის ფორმა, შეხვედრა გერმანელ არტისტთან მარეიკე ვენცელთან და წარმოდგენა „სახლობანა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში