en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას განცხადებით მიმართავენ.
„მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ ხდება ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების რეალიზება, რისი მიზეზიც უმეტესად არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაა. ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების ღირსების შემლახველი მდგომარეობა ყველაზე ხილულად სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს გამოიხატება. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გახდეს საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გენდერულად სამართლიანი, არსებითი თანასწორობის მიღწევის მთავარი საშუალება ქვეყანაში. რაც უზრუნველყოფს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)