ქვემო ქართლი. 23 მარტს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა Ted Talk „ზიაუდინ იუსაფზაი: „ჩემი ქალიშვილი მალალა" ჩვენება და დისკუსია.
„დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: ხიხანი, აღმამედლო და საბირქენდი, ასევე პედაგოგები, ახალგაზრდები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
Ted Talk-ის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და იმ მავნე ტრადიციების შესახებ, რომლებიც გოგონებისა და ქალების უფლებებს ზღუდავს.
დისკუსიის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, სადაც მონაწილეებმა გასცეს პასუხი კითხვებს მალალა იუსაფზაის ბიოგრაფიიდან და მოღვაწეობიდან. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში