თბილისი. სარეკლამო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაანალიზა ტელეკომპანიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები და ჩაატარა ინტერვიუები მსხვილი ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან.
„რამდენადაც 2016 წლის ივნისში ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სარეკლამო ბაზრის შესახებ მიმოიხილავდა ძირითადად 2014-2015 წლის ტენდენციებს, ასევე მედიასაშუალებების 2016 წლის პირველი კვარტლის სარეკლამო შემოსავლებს, საქართველოში სარეკლამო ბაზრის სრული სურათის წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია გასული წლის მეორე ნახევარში მომხდარი ცვლილებების მიმოხილვა.
სარეკლამო ბაზარი საკმაოდ სენსიტიური გამოდგა სარეკლამო რეგულაციებისადმი, რომლითაც შეიცვალა რეკლამის ხანგრძლივობა და ასევე ჭრებს შორის ინტერვალი გაიზარდა. ტელევიზიების წარმომადგენლების თქმითაც სასპონსორო და პროდუქტის განთავსების ახალი წესები არაა მოქნილი და ნათელი, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ მუშაობას აფერხებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge