თბილისი. 27 აპრილს, ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
„მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების" კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge