თბილისი. 2 მაისს, ომბუდსმენმა კონფერენცია გამართა თემაზე – ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
„კონფერენციის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების, კერძოდ კი თანასწორობის უფლების დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო პირებზე და კრძალვას ნებისმიერი დაცული საფუძვლით დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში", ნატქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge